დასასრული-,,იყო და არა იყო რა”

ახლა 2012 წლის 8 დეკემბერია… 8 იმიტომ, რომ უკვე 00:03 საათია. ვართ მხოლოდ ჩვენ ორი- ,,მე და ღამე”… ხანდახან თუ გავიხედავ ხოლმე ფარდებს შორის დატოვებულ ჭვრეტილაში და ჩვენ ორ შორის ის ბუმბერაზი შემოიჭრება ხოლმე… ღამე ყველაფრის ბატონ-პატრონი რომაა… ერთხელ გახედვისასაც უცებ შეკითხვა დამებადა ჩემი თავისადმი: რა არის სიყვარული?!1291541071_fad1e4628686

ამის კითხვის წაკითხვისას გაგიჩნდებათ ზერელა დამოკიდებულება პოსტის მიმართ, თუმცა მე არ დავიწყებ სიყვარული ესაა და ისააო, უბრალოდ ჩემ პატარა აზრზს გაგაცნობათ, ზოგად დამოკიდებულებას სიყვარულისადმი, რომელიც თვენთვის არაფერია, ჩემთვის კი ყველაფერი…

სიყვარული ერთადერთი ზღაპარია, რომელიც არ იწყება სიტყვებით ,,იყო და არა იყო რა”, მაგრამ ამ სიტყვებით კი მთავრდება…სიყვარული ეს ის არის, რასაც უდიდესი ფილოსოფოსიც ვერ განმარტავს, მაგრამ უდიდესი ბრიყვიც კი განიცდის, ის ყველაზე ძლიერი ვნებაა, რადგან ერთდროულად ეუფლება გულს, თავს და სხეულს… ის მომაჯადოებელი ყვავილია, მაგრამ საჭიროა დიდი გამბედაობა, რომ მიხვიდე და მოწყვიტო იგი უფსკრულის კიდეზე.1325795819_leksi-siyvarulze

ის უნებლიეთ დაგიმორჩილებს, უნებლიეთ მისი ტყვე ხდები, მერე გათამაშებს თავის ნებაზე, ქარში აფრიალებული ხმელი ფოთოლივით. ის ყველას სხვანაირად შეუძლია, მაგრამ გრძნობა ერთია… სიყვარულის დროს ორი სული ერთ სხეულშია და ორი გული ერთი რამისთის ძგერს…

ყველაფერი ძველდება მზის ქვეშეთში, ცვდება, იფიტება, მტვრად და ფერფლად უბრუნდება მარადისობის წიაღს, თუმცა დასკვნა ერთია:- ,,სიყვარული წამებაა, უსიყვარულობა სიკვდილი”…

12 thoughts on “დასასრული-,,იყო და არა იყო რა”

  1. დულსინია ამბობს:

    😦 იმას რა ქვია როცა შენ გიყვარს და მას არა?,გეთანხმები ყველა სხვაგვარად განიცდის და გრძნობს,მათ შორის მეც,ჩემთვის მართლა ყველაფერია,,ყოველი დილააა,,,წამიაა,,,მავსებს და მაბედნიერებს,მაგრამ გული მწყდება რომ იმავეს არ გრძნობს ის:(

  2. anoonymouss ამბობს:

    კეთილი იყოს ჩემი “მაუსი ‘ შენს ბლოგზე 🙂 ნია ვარ ;))

  3. GuniaGunia ამბობს:

    კარგი ხარ ! ძიაშენი გეუბნება ბიჯოო :*

  4. niniiiiiiiiiikooooo ამბობს:

    chemi yvelazeee nichieriiiii :***

  5. მოხუცი კრიტიკოსი ამბობს:

    შენ ამ ჩანახატით სხვების მილიონჯერ ნათქვამ აზრს დაეთანხმე და გაცვეთილი ფრაზებით წაგვართვი დრო ანუ? 🙂 არც ერთი ფრაზა არ იყო შენი და ახალს ვერაფერს გვეტყვი მუკა?:)

    • mukacho ამბობს:

      ეს ჩემი დამოკიდებულებაა სიყვარულზე შეიძელბა სხვებიც ასე ფიქრობდნენ, მაგრამ მე სხვა რას ფიქრობს არ მაინტერესებს… ჩემი შეხედულება ესაა სიყვარულზე და შენ თუ სხვანაირად იფქორბ გამიმხილე მაშინ რას ფიქრობ)

    • Tamar Zarnadze ამბობს:

      სულაც არ არის პირობითი თქვენი სახელი ,,მოხუცი”, ვინ იცის რა ხანი გავიდა მას შემდეგ 15 წლის ბავშვის თვალებით რომ იხედებოდი… მეტად აღარ დავკონკრეტდები და ერთს კი გეტყვი კვალი ყველფერს აჩნდება ))

დატოვე კომენტარი