გაზაფხული და მშვენიერება

გაზაფხული შემობრძანდა, მაგრამ შემობრძანდა უცნაურად, უჩვეულოდ, ნაცვლად მისი სიტურფისა და სიმშვენიერისა, თეთრი ერთფეროვნება მოგვიტანა, თუმცა იმ თეთრ ერთფეროვნებაშიდაც იგრძნობა რაღაც იდუმალი და ჰარმონიული. ამდენი მომღიმარი ფიფქი ბზრიალ-ბზრიალით ეშვება მიწაზე, ზოგიც ხელზე დაგეცემა და ზედვე მიალგვება, თითქოს უნდა, რომ თავი მოგვაწონოს. მაგრამ ამ დროს გაზაფხულის ელფერი დაიკარგა, თითქოს ზამთარმა დაჩაგრა იგი…მერცხალსაც შეაგვიანდა, არ მოგვახარა ბუნიაობა… მაგრამ არაუშავს, რაც არ უნდა მოხდეს მის სიმშვენიერესა და სინატიფეს, მის მრავალფეროვნებას, ვერადროს დაძლევს ერთფეროვნება…1334947991_spring-1

გაზაფხულის პირველი თვე, ჩემთვის ქალთან ასოცირდება, ის მართლაც ქალბატონებივით მშვენიერია, მისი შეგრძნება ესთეტიკურ სიამოვნებას გვანიჭებს… სწორედ მარტი აფასებს ყველაზე მეტად ქალბატონების როლს ჩვენს ცხოვრებაში. განა არ არიან დასაფასებელნი, ისინი ხომ ცხოვრებას გვილამაზებენ, ისინი არიან საწყისი და სასრული ჩვენი სამყაროსი, სწორედ ამიტომ მომინდა ეს ლექსი თქვენთვის მომეძღვნა: Continue reading

ჩვენს ცხოვრებაში ყველაფერი წარმავალია…

ზუსტად ერთ თვიანი შესვენების შემდეგ, ჩემი ბლოგი გამახსენდა და მისდამი ნოსტალგიამ პოსტის დაწერაც კი გადამაწყვეტინა:დ)

ცხოვრებაში, ერთხელ მაინც, ყველას გვიჩნდება კითხვა ჩვენი თავისადმი: ვინ ვართ და რისთვის ვცხოვრობთ?!

images (3)

რა არის ეს ცხოვრება, თუ არა მიწიერ ვნებათა თავშესაყარი, ხორციელ გრძნობათა ერთობა, უგუნურ ქცევათა ,,საწყობი” და ბურუსით მოცული გზა მარადიულობისკენ… ვინ ვართ ჩვენ? ჩვენ დიდი სამყაროს პატარა შვილები ვართ, უზარმაზარი ხის ერთი პაწაწინა ფოთოლი, ერთი პატარა წერტილი დიდ უსასრულობაში…ჩვენი ვალია გავიაროთ სწორედ ეს ბურუსით მოცული გზა, რომელიც საიდუმლოებით აღსავსეა…ჩვენი ვალია სიკეთე და მადლი ვთესოთ, გული ხომ მოყვასის სიყვარულისთვის გვიბოძა უფალმა და არ უნდა დავიშუროთ ღონე, შეძლება გაჭირვებული ღვთის შვილის საშველად… როგორც გოეთე იტყოდა: ,,ადამიანი ანგელოზსა და ცხოველს შორის გადებული ხიდია”, ხოლო ამ ხიდს ან მარჯვენა მხარე აქვს უფრო მყარი და გამგარებული, რომელიც ანგელოზისკენაა მიმართული ან მარცხენა მხარე, რომელიც ცხოველისკენაა…ჩვენ კი ყოველთვის უნდა ვეცადოთ, რომ გავამაგროთ მარჯვენა მხარე, გზა ზეციური სამყაროსკენ მიმავალი, გზა მარადიულობისკენ მიმავალი და  გზა ,,შერწყმა ზესთ მწყობთა-მწყობისა”-თვის…

444539_sunlight_field_road_clouds_sky_1920x1200_(www.GdeFon.ru)

სულიერება სხვაგანაა, სულის სიწმინდე თვით ჩვენშია და ჩვენ კი მასში ვართ…განა ადვილია სულისთვის ზრუნვა, ის ყველაზე დიდი მისიაა  მიწიერი არსებისათვის. ყველაზე დიდი ნეტარება ის არის, როდესაც სულის ცხონებისათვის ზრუნავ და არა ხორცის ცხოვნებისათვის, მაშინ სულ სხვაგვარად დააბიჯებ მიწაზე და სხვაგვარად ტოვებ ნაკვალევს, სხვაგვარად გრძნობ და სხვაგვარად გიყვარს…

ცოტა დავხარჯე დაგროვებული ემოციები და დანარჩენს შემდეგ პოსტებში დავხარჯავ:დ)))

12.12.2012

4751414609-5

12.12.12 ეს მართლაც მსოფლიო დღესასწაულია, დღესასწაული, რომელიც მეტჯერ აღარ განმეორდება… ამის წარმოდგენა ჩემში რაღაც უცნაურ გრძნობას ბადებს და მწუხარებას აღძრავს, რადგან ასეთი მცირე ელემენტიც კი, რომელიც სამყაროს სრულყოფილებისკენ სწრაფვის შტოა, ჩემთვის ერთი ბედნიერი დღის მიზეზია, ანუ  მსოფლიოს ამ უჩვეულო დღესასწაულმა 12 ლამაზი და უცნაურად ბედნიერი დღე შეჰმატა ჩემს ცხოვრებას.

226414_193210504058365_6066541_n

ჩემი აზრით, ნამდვილად მშვენიერი და ესთეთიკური ტკბობის მომნიჭებელია ეს უცნაურობა, როდესაც ეკითხები ვინმეს თარიღს და დროს, ის კი გპასუხობს: ,,12.12.12 , 12საათი და 12 წუთი”. მართლაც რა უცანურია ეს სამყარო, თითქოს და იუმორის გრძნობა მასაც გააჩნიაო, მაგრამ შავ–თეთრი იუმორის, რომელშიც დიდი საფრთხე არის ხოლმე(21.12.2012, რაც მე სისულელედ მიმაჩნია)……

ერთისიტყვით ეს დღე ჩემთვის დიდ უცნაურ ბედნიერებასთან ერთად დიდი მწუხარების მომტანი იყო, რადგან ვიცი, რომ ეს უცნაური ბედნიერება მეტჯერ აღარ მეწვევა:X)))

121212photo1

დასასრული-,,იყო და არა იყო რა”

ახლა 2012 წლის 8 დეკემბერია… 8 იმიტომ, რომ უკვე 00:03 საათია. ვართ მხოლოდ ჩვენ ორი- ,,მე და ღამე”… ხანდახან თუ გავიხედავ ხოლმე ფარდებს შორის დატოვებულ ჭვრეტილაში და ჩვენ ორ შორის ის ბუმბერაზი შემოიჭრება ხოლმე… ღამე ყველაფრის ბატონ-პატრონი რომაა… ერთხელ გახედვისასაც უცებ შეკითხვა დამებადა ჩემი თავისადმი: რა არის სიყვარული?!1291541071_fad1e4628686

ამის კითხვის წაკითხვისას გაგიჩნდებათ ზერელა დამოკიდებულება პოსტის მიმართ, თუმცა მე არ დავიწყებ სიყვარული ესაა და ისააო, უბრალოდ ჩემ პატარა აზრზს გაგაცნობათ, ზოგად დამოკიდებულებას სიყვარულისადმი, რომელიც თვენთვის არაფერია, ჩემთვის კი ყველაფერი…

სიყვარული ერთადერთი ზღაპარია, რომელიც არ იწყება სიტყვებით ,,იყო და არა იყო რა”, მაგრამ ამ სიტყვებით კი მთავრდება…სიყვარული ეს ის არის, რასაც უდიდესი ფილოსოფოსიც ვერ განმარტავს, მაგრამ უდიდესი ბრიყვიც კი განიცდის, ის ყველაზე ძლიერი ვნებაა, რადგან ერთდროულად ეუფლება გულს, თავს და სხეულს… ის მომაჯადოებელი ყვავილია, მაგრამ საჭიროა დიდი გამბედაობა, რომ მიხვიდე და მოწყვიტო იგი უფსკრულის კიდეზე.1325795819_leksi-siyvarulze

ის უნებლიეთ დაგიმორჩილებს, უნებლიეთ მისი ტყვე ხდები, მერე გათამაშებს თავის ნებაზე, ქარში აფრიალებული ხმელი ფოთოლივით. ის ყველას სხვანაირად შეუძლია, მაგრამ გრძნობა ერთია… სიყვარულის დროს ორი სული ერთ სხეულშია და ორი გული ერთი რამისთის ძგერს…

ყველაფერი ძველდება მზის ქვეშეთში, ცვდება, იფიტება, მტვრად და ფერფლად უბრუნდება მარადისობის წიაღს, თუმცა დასკვნა ერთია:- ,,სიყვარული წამებაა, უსიყვარულობა სიკვდილი”…

როცა წვიმს…

25464151_rain31 იდუმალება, ძველ შანდალზე მბჟუტავი სანთლის შუქი, ბუხარში ნაკვერჩხლის ტკაცუნი, სამფეხა,ბოკონა სკამი და მარტოობა…ფანჯრის რაფებს რაკარუკით ეცემა წვიმის წვრილი წვეთები და კამკამა ბგერებს აჟღერებს, თითქოს და ერთ-ერთი წვიმის წვეთი ხდები და ციდან მიწისკენ კი არა პირიქით, მიწიდან ცისკენ მიექანები და იქედან უყურებ სამყაროს…როცა წვიმს… მიწას თითქოს სხვა სურნელი აქ, გადიხარ გარეთ და ნაზად მაიბიჯებ წვიმის წვეთებით მოანმულ მიწაზე, თითქოს და ცამ თავისი ცრემლებით დააჯლილდოვა მიწაო და მიწიერთაგანი იმის ღირსი გაგვხადა, რომ შევიგრძნოთ მისი გრძნობები და განცდები და ჩვენც მისი თანაზიარნი გავხდეთ.179600521f761b16ccfmu5

ამ დროს კი ბუხრიდან პატარა ნაკვერჩხალი გადმოვარდა, დაიტკაცუნა. შეხედავ და შენ თავს ამოიცნობ მასში, შენში რომანტიულობა იღვიძებს, იწყება ოცნება რომანტიკული მიზნებისა…

ის ნაკადულივით წმინდად მიედინება შენში. ამ დროს გაღვივდა ნაკვერჩხალი, ოცნება შეწყდა ხიდის შუაში.

რატომ?!

წვიმამ გადაიღო:)

390797_1810330716152_1776511914_965046_464352922_n_large

 

იდუმალება და იმედის ნაპერწკალი

გუშინ მატარებლით ვიმგზავრე, გორში შესვლისას 2008-ის ცხელი დღეების შედეგად გადამწვარი არე-მარე რომ დავინახე დიდი სევდა მომაწვა გულზე, ჩანთადან ერტი პატარა ფურცელის ნაგლეჯი და კალამი ამოვიგე და თეთრზე შავით გადატანა დავაპირე ამ სევდის:

,,დუგ-დუგ დუგ-დუგ დუგ-დუგ” ეს იდუმალებით მოსილი ხმა ჩამესმის ყურში და თითქოს მგონია, რომ სადღაც უსასრულობისკენ მივყავარ. იგი თითქოს ჟამთასვლის საათის ტიკტაკს წააგავს, რომელიც არ იცი როდის შეწყვეტს მუშაობას, როდის დაეკარგებასიცოცხლის წყარო, ანუ ჩვენი სიცოცხლის, ცხოვრების ბირთვული ძალა და აზრი.

ნისლიანი მთები, ერთდროს ცისკენ აშოტილი, მომღიმარი ხეები დღეს მომჭკნარი და მომტირალი და ისევ შავი უსასრულობა და ,,დუგ-დუგ დუგ-დუგ”… მხოლოდ ერთი ალვის ხე ისევ ცოცხლად, ისევ მომღიმრად დგას ცისკენ მიმართული, თითქოს და იმედს გაძლევსო, არ დაუკარგავს ცხოვრების ჟინი, არ შეშინებია იდუმალებით მოცილ სამყაროს და მტკიცედ დგას, თავაწეული, ერთი ბრწყინავი წერტილია შავ სივრცეში და იმედის ნაპერწკალს მიღვივებს გულში… ,,დუგ-დუგ დუგ-დუგ”…და სინათლეც გამოჩნდა:)…

შენი წაკითხვის მოლოდინში:)))

მოგესალმებით:) წინა პოსტიდან გამომდინარე მიხვდებოდით ალბათ, რომ ცოტა რომანტიკოსი ვარ:)

გუშინ ღამით ერთ ძალიან საყვარელ ბავშვს ვწერდი… შევეკითხე ცაზე მთვარე არის მეთქი, მან კი მიპასუხა-,, კი თან ძალიან ლამაზი…””  მოგეხსენებათ მთვარე ძალიან მიყვარს, გარეთ გავედი და ჯერ ცა დავინახე, მართლაც და ,,ასე ჩუმი, ასე ნაზი ჯერ ცა მე არ მახსოვს”, ლამაზად ანათებდა ,,წყნარ,, ცაზე მდუმარებით შემოსილი მთვარე… მთვარეს მე ჩემ საყვარელ სულიერ არსებად აღვიქვამ ხოლმე, ხოდა ჩემში რომატიულობამ გაიღვიძა, მუზა მომივიდა და რაგაცატომ ლექსის დაწერა გადავწყვიტე გოგოზე, მაგრამ თუ ვიზე ეს საიდუმლოდ დარჩეს:) ლექსი შეიძლება შესანიშნავი არ იყოს, მაგრამ მთელი ჩემი გრძნობით დავწერე და ვნახოთ რა გამოვიდა:

                                         შენს ლამაზ თვალებს, შენს ნატიფ თითებს,

                                          ვუყურებ რიდით, ვუყურებ კრძალვით,

                                          გაოცებული ვარ იმ სინაზით

                                          შენში რომ ვხედავ-თავს ვიჭერ ძალით.

                                           ჩემში ეს ძალა რომ არ მეპოვნა

                                           არ შევხედავდი ირგვლივ არაფერს,

                                           მოგიტაცებდი როგორც პეპელას

                                           შემდეგ მოვისმენ შენგან განაჩენს.

                                            მაგრამ მაფიქრებს შენი თვალები,

                                            რომელიც თითქოს სადღც მიტაცებს,

                                             რომ მოგიტაცო და წაგიყვანო

                                             მე მეშინია არ გამიბრაზდე.

                                             მე მიჯობს ასე გიყურო დიდხანს,

                                             სანამ შენ მომცემ მე იმის ნებას,

                                              რომ შენს თვალებში ამოვიკითხო

                                               თანხმობა, ლტოლვა, თავდავიწყება…

მოხუცის ფიქრები

გუშინ მეგობრებთან ერთად ძველ სკვერში ვიყავი, მართლაც სა ეს დღე ჩემს ცხოვრებაში არ დამავიწყდება, შემიძლია ვთქვა, რომ საოცარი ფაქტის მომსწრე ვიყავი, რომ წაიკითხავთ ზღაპარი გეგონებათ და მე კი ამ ზღაპარში რეალურად ვიმოგზაურე:)))

ჩემს წინ სკამზე, ყავარჯნით ხელში, ჭაღარა თმიანი მოხუცი ჩამოჯდა… მიაფიცხა მზეს თავისი ბებერი ძვლები, მზემ სხივების მაგივრად წარსულის თბილის ფიქრები მიანათა, მიანათა და…

ისე ფიქრი თოვლის გუნდას გავს, მთის წვეროდან დაქანებული რაც დიდ მანძილზე დაგორდება, უფრო ძლიერდება, უფრო დიდდება, თუ კაცმა არ დააყენაზვავად იქცევა და ყველაფერს თან გაიტანს…

შევატყვე, რომ მოხუცი ფიქრმა წაიღო, ისე გაუბრწყინდა თვალები, ვიფიქრე ალბათ ლამაზი ქალის სილუეტი წარმოუდგა თვალწინთქო… უცებ შევატყვე, რომ მოხუცს თვალები აემღვრა, გულზე სევდა მოაწვა, მაგრამ მალევე გადაყლაპა ეს გრძნობა. მოხუცი კიდევ უფრო ჩაიძირებოდა ფიქრებში მე რომ არ მივსულიყავი:)

–ბაბუ! ბაბუ! ხომ კარგათ ხართ? 

უცებ გამოფხიზლდა მოხუცი, თვალზე ცრემლი მოიწმინდა.

–რაზე ფიქრობდით?

ცოტა უხეშად ჩავერიე მის ფიქრებში, მაგრამ ძლიერ დამაინტერესა.

ის… ის მარინე იყო, ის ხომ პირველად ამ პარკში გავიცანი…ახალგაზრდები ჯგუფად მოდიოდნენ, მას ცისფერი კაბა ეცვა, ჩანთას ლაღად მოაქნევდა, გამოარჩევდი თავის ტოლებში, მასაც არ გამოვჩენივარ მხედველობიდან…

და ისევ ცრემლი გადმოუვარდა, მთელი ემოციით მეუბნებოდა ამას, როგორი სათნო სახე ქონდა… მარინე თურმე მისი აწგარდაცვლილი მეუღლე იყო.

— კარგი, კარგი ბაბუ დაწყნარდი- ვუთხარი მე.

ფეხზე წამოვაყენე, კიდევ ერთხელ მოიწმინდა ცრემლი  და გავუდეგით გზას, მინდოდა რომ სახლამდე მიმეყვანა, მაგრამ არ დამცალდა:( წასვლისას გადავეხვიე და რამხელა სითბო ვიგრძენი იცით:X

ნაღვლიანი თვალები ქონდა, მაგრამ მაინც იმედით აღსავსე, მას ხომ სახში შვილთაშვილები ელოდებოდნენ…

ოხ ეს პატარა თავნება

ეხლა ღამის 3 საათია:) ძილის წინ ერთი კითხვა დამებადა, რამდენი შუძლია ამ ერთ პატარა საოცრებას:)

გულის ხმა, გულისწადილი, გულისთქმა, გულისწუხილი, გულისტკივილი, გულისხმიერება, გულისცემა-ეს ყველაფერი გულიდან მოდის, ერთი პატარა, თავნება გულისგან. სიყვარულის ემბლემაც რომ წითელი გულია?! ეს ჯადოქარი სიყვარულიც ამ თავნება გულში იკეთებს ბუდეს, სიკეთეც იქ ცხოვრობს, ბოროტებაც, აღტაცებაც აქ იშვება და სინანულიც. ამდენი როგორ შეუძლია ამ პაწაწინა სამოთხეს?!

               ,,როგორც ჩიტი გალიაში, როგორც მუჭში პეპელა,

                ფრთხიალებ და ჩუმად ფეთქავ, სიცოცხლის სანთებელავ…”

ოჰ, გულოვ, სიცოცხლის წყარო ხარ, ყველას და ყველაფრის სამიზნე…

                        ,,გულო, სანამ გული გქვია,

                         გულო, უნდა მტკიოდე,

                        გულო, უნდა მიერთგულო,

                        მიმყვე საიქიომდე”