იდუმალება და იმედის ნაპერწკალი

გუშინ მატარებლით ვიმგზავრე, გორში შესვლისას 2008-ის ცხელი დღეების შედეგად გადამწვარი არე-მარე რომ დავინახე დიდი სევდა მომაწვა გულზე, ჩანთადან ერტი პატარა ფურცელის ნაგლეჯი და კალამი ამოვიგე და თეთრზე შავით გადატანა დავაპირე ამ სევდის:

,,დუგ-დუგ დუგ-დუგ დუგ-დუგ” ეს იდუმალებით მოსილი ხმა ჩამესმის ყურში და თითქოს მგონია, რომ სადღაც უსასრულობისკენ მივყავარ. იგი თითქოს ჟამთასვლის საათის ტიკტაკს წააგავს, რომელიც არ იცი როდის შეწყვეტს მუშაობას, როდის დაეკარგებასიცოცხლის წყარო, ანუ ჩვენი სიცოცხლის, ცხოვრების ბირთვული ძალა და აზრი.

ნისლიანი მთები, ერთდროს ცისკენ აშოტილი, მომღიმარი ხეები დღეს მომჭკნარი და მომტირალი და ისევ შავი უსასრულობა და ,,დუგ-დუგ დუგ-დუგ”… მხოლოდ ერთი ალვის ხე ისევ ცოცხლად, ისევ მომღიმრად დგას ცისკენ მიმართული, თითქოს და იმედს გაძლევსო, არ დაუკარგავს ცხოვრების ჟინი, არ შეშინებია იდუმალებით მოცილ სამყაროს და მტკიცედ დგას, თავაწეული, ერთი ბრწყინავი წერტილია შავ სივრცეში და იმედის ნაპერწკალს მიღვივებს გულში… ,,დუგ-დუგ დუგ-დუგ”…და სინათლეც გამოჩნდა:)…

6 thoughts on “იდუმალება და იმედის ნაპერწკალი

  1. მოხუცი კრიტიკოსი ამბობს:

    არაუშავს:)
    კითხვა დამებადა ერთი: “დუგ-დუგ” რისი ხმა ჩაგესმოდა?:)

დატოვე კომენტარი