ჩვენს ცხოვრებაში ყველაფერი წარმავალია…

ზუსტად ერთ თვიანი შესვენების შემდეგ, ჩემი ბლოგი გამახსენდა და მისდამი ნოსტალგიამ პოსტის დაწერაც კი გადამაწყვეტინა:დ)

ცხოვრებაში, ერთხელ მაინც, ყველას გვიჩნდება კითხვა ჩვენი თავისადმი: ვინ ვართ და რისთვის ვცხოვრობთ?!

images (3)

რა არის ეს ცხოვრება, თუ არა მიწიერ ვნებათა თავშესაყარი, ხორციელ გრძნობათა ერთობა, უგუნურ ქცევათა ,,საწყობი” და ბურუსით მოცული გზა მარადიულობისკენ… ვინ ვართ ჩვენ? ჩვენ დიდი სამყაროს პატარა შვილები ვართ, უზარმაზარი ხის ერთი პაწაწინა ფოთოლი, ერთი პატარა წერტილი დიდ უსასრულობაში…ჩვენი ვალია გავიაროთ სწორედ ეს ბურუსით მოცული გზა, რომელიც საიდუმლოებით აღსავსეა…ჩვენი ვალია სიკეთე და მადლი ვთესოთ, გული ხომ მოყვასის სიყვარულისთვის გვიბოძა უფალმა და არ უნდა დავიშუროთ ღონე, შეძლება გაჭირვებული ღვთის შვილის საშველად… როგორც გოეთე იტყოდა: ,,ადამიანი ანგელოზსა და ცხოველს შორის გადებული ხიდია”, ხოლო ამ ხიდს ან მარჯვენა მხარე აქვს უფრო მყარი და გამგარებული, რომელიც ანგელოზისკენაა მიმართული ან მარცხენა მხარე, რომელიც ცხოველისკენაა…ჩვენ კი ყოველთვის უნდა ვეცადოთ, რომ გავამაგროთ მარჯვენა მხარე, გზა ზეციური სამყაროსკენ მიმავალი, გზა მარადიულობისკენ მიმავალი და  გზა ,,შერწყმა ზესთ მწყობთა-მწყობისა”-თვის…

444539_sunlight_field_road_clouds_sky_1920x1200_(www.GdeFon.ru)

სულიერება სხვაგანაა, სულის სიწმინდე თვით ჩვენშია და ჩვენ კი მასში ვართ…განა ადვილია სულისთვის ზრუნვა, ის ყველაზე დიდი მისიაა  მიწიერი არსებისათვის. ყველაზე დიდი ნეტარება ის არის, როდესაც სულის ცხონებისათვის ზრუნავ და არა ხორცის ცხოვნებისათვის, მაშინ სულ სხვაგვარად დააბიჯებ მიწაზე და სხვაგვარად ტოვებ ნაკვალევს, სხვაგვარად გრძნობ და სხვაგვარად გიყვარს…

ცოტა დავხარჯე დაგროვებული ემოციები და დანარჩენს შემდეგ პოსტებში დავხარჯავ:დ)))